ქართული როკ-ჯგუფი “დაგდაგანი” დღეს თავის ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარულია. ორიგინალური ქართული ტექსტები, მათთან ემოციური სიახლოვე, ენერგიული ლაივ-კონცერტები.. ეს ისაა, რაც მსმენელს ჯგუფში მოსწონს.

საინტერესოა რას უსმენს თავად ვოკალისტი და ტექსტების ავტორი ცოტნე გორგოშიძე.  “მუსიკოსის პლეილისტში” ამჯერად სწორედ მის საყვარელ სიმღერებსა და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს, შეგრძნებებს გაგაცნობთ.

1. Nick Cave – Wanted Man

ცნობილი ფოლკ სიმღერის ნიკ ქეივისეული ვერსია, ტექსტის ჩანამატით, ენერგეტიკული, დრაივიანი ვოკალი და ბენდის შესრულება რომელიც პირველივე ნოტებიდან ფეხზე გაგდებს. ძალიან ცოტა მუსიკოსია ვისაც შეუძლია ასეთი ემოციით გადმოსცეს სიმღერა ისე, რომ არ გამოჩნდეს მატრაკვეცად.

2. Sonic Youth – I Love You Golden Blue

დაწერილია კიმ გორდონის მამის გარდაცვალებაზე. Sonic Youth-ის ერთ-ერთი ყველაზე მელოდიური სიმღერა და კიმ გორდონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნამღერი, როგორც ესთეტიურად ასევე ემოციურად.

3. Cure – Disintegration

ყოველთვის მიზიდავდნენ სიმღერები ოჯახურ პრობლემებზე სადაც მთავარი გმირი უფრო უარყოფითი პერსონაჟია. რობერტ სმიტი ყოფაცხოვრებითი სიმღერების  ოსტატია ზოგადად.

4. Grimes – Oblivion

საკმაოდ ბნელი სიმღერა იმაზე თუ როგორია ქალად ყოფნა, ქუჩაში, ღამით და მარტო

5. Tom Waits – Telephone Call From Istanbul (live)

ამ სიმღრის ცოცხალი შესრულება აბსოლუტურად განსხვავდება სტუდიურისგან. ასეთი გრუვიანი სიმღერა ძალიან ცოტაა, მითუმეტეს ასეთი საინტერესო ტექსტით როგორსაც ხშირად გვახვედრებს ხოლმე უეითსი.

6. Pantera – Immortally insane – Groove Metal

ვინმეს თუ აინტერესებს რა არის და როგორი უნდა იყოს, ეს მშვენიერი მაგალითია გასაცნობად. ან საერთოდ მეტალი თუ აინტერესებს.

7.  David Bowie – It’s no game

გენიოსის სიკვდილი იშვიათადაა ხოლმე ასეთი სევდიანი, იმიტომ რომ ასეთი გენიოსები ცალ ხელზე ჩამოსათვლელია. ადამიანი რომელმაც თითქმის ყველა აღსანიშნავ მუსიკოსზე იქონია გავლენა, სამწუხაროდ ბევრისთვის მხოლოდ Space Oddity-ს ავტორად დარჩა და კარგი იქნება თუ ხალხი მის 40 წლიან შემოქმედებით კარიერას ცოტათი მაინც გაეცნობა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთვის არის მის შემოქმედებაში საინტერესო მუსიკა, საჭიროა მხოლოდ პირველი ნაბიჯი მსმენლისგან.

Leave a Reply