“ასოციაციები” What i see-ს ახალი ვიდეო პროექტია, რომელში  მონაწილე ადამიანებს ვეუბნებით რამოდენიმე სიტყვას.  პროექტის მონაწილეებმა ჩვენს მიერ ნათქვამ სიტყვებზე დაუფიქრებლად მოსული პირველი ასოციაციები უნდა გაგვიზიარონ. თამაში საკმაოდ სახალისო და ამავდროულად საინტერესოა, რადგან ესაა ერთგვარი მოგზაურობა აზროვნების მდინარეებში; ასოციაციები წარმოდგენას ქმნის იმაზეც, რამდენად ახდენს ყოველდღიური ინფორმაციული ნაკადი ჩვენს ცნობიერებაზე, რა შიშები, გატაცებები და სიხარულები აქვს ცალკეულ ადამიანს.

პროექტი ინდივიდუალური გამოცდილებებისა და წარმოდგენების საჯაროდ გამოტანის ერთგვარი მცდელობაა.

პროექტის პირველი მონაწილეა დარო ბერაძე, პროფესიით თეოლოგი.

About The Author

4 წელია რაც ბლოგერი და მოქალაქე ჟურნალისტი ვარ. დაინტერესებული ვარ მოდის ინდუსტრიიდან სიახლეების, ადამიანის უფლებების/საზოგადოებაში არსებული პრობლემების და კულტურის სფეროდან სიახლეების გაშუქებით. მიმუშავია რამდენიმე ინტერნეტ გამოცემაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და ერთ-ერთ თინეიჯერულ ჟურნალში, სადაც სხვადასხვა შინაარსისმქონე კონტენტს ვთავაზობდი მკითხველ. ამჟამად ვარ მოქალაქე ჟურნალისტი და ვაპირებ მომავალში შემდგარი და მიუკერძოებელი, სრულიად დამოუკიდებელი ჟურნალისტი გავხდე, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმაციის მაქსიმალურად კორექტულად მიწოდებაზე იზრუნებს. "What i see" საშუალებას მაძლევს ფართო საზოგადოებას გავუზიარო ის, რაც მაინტერესებს და სხვებსაც დავანახო ის, რასაც ვხედავ მე.

Leave a Reply