ქართველი მუსიკოსები წლის და ორი თვის გიორგი ჩარქსელიანის დასახმარებლად ერთიანდებიან.

კონცერტი ჩატარდება კლუბ NightOffice – ში 11 თებერვალს, 19:00 საათზე. ბილეთები ადგილზე გაიყიდება, ფასი – 10 ₾.

საქველმოქმედო საღამოზე ისეთი ქართველი ბენდები და მუსიკოსები დაუკრავენ, როგორებიც არიან Young Georgian Lolitaz, დაგდაგანი, რეზო კიკკნაძის ბენდი, The Mins, ბაჩო ჯიქიძე და თორნიკე ჯაფიაშვილი, თერიკა, Kazzy Jazz, Bedford Falls.

გიორგი ჩარქსელიანს იაშვილის სახელობის კლინიკაში დაუდგინეს თავის ტვინის ინფრატენტორური ნაწილის გაურკვეველი ხასიათის სიმსივნე და ობსტრუქციული ჰიდროცეფალია.
გიორგის სასწრაფოდ ესაჭიროება სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია თურქეთში ან გერმანიაში, ოპერაციისთვის საჭიროა 35 000 დოლარი.

სტუდენტებმა, რომლებმაც გიორგის დასახმარებლად წამოიწყეს საქველმოქმედო კამპანია ქართველი მუსიკოსები გამოიწვიეს საქველმოქმედო კონცერტის ჩასატარებლად.

 

Leave a Reply