არტ კაფეების მოყვარულებს მაჩაბლის 4 ნომერში გელოდება “პუნქტუმი”, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია თქვენთვის სასიამოვნო და საინტერესო გარემოს შექმნაზე. დრო და დრო ეწყობა გამოფენები და შეკრებები. არტ-კაფე პუნქტუმი თავის სივრცეს ძირითადად საზოგადოებისვის უცნობ, მაგრამ ნიჭიერ არტისტებს უთმობს და ამით დამწყებ ხელოვანებს შანსს აძლევს უფრო მეტი დამთვალიერებელი იპოვნონ. ფასები საშუალო შემოსავლისმქონე ადამიანებისთვისაა გათვლილი. 

პუნქტუმში გიმასპინძლებენ ყოველ დღე, 16:00-დან ბოლო სტუმრამდე. გადახდა ხდება ამერიკან ექსპრესის გარდა ნებისმიერი საბანკო ბარათით. ვისაც მანქანა გყავთ, გაგეხარდებათ იმის გაგებაც, რომ კაფეს საკუთარი  პარკინგი აქვს.

10423824_344379065748024_8671991855515734088_n

რით არისგამორჩეული თქვენიკაფე სხვა კაფეებისგან?

არტ-კაფე პუნქტუმი არის ადგილი, სადაც ვზრუნავთ სტუმრის კომფორტზე, ვაწყობთ გამეფენა-გაყიდვებს და ვეხმარებით ნიჭიერ და დამწყებ ხელოვანებს თვითდამკვიდრებაში. ჩვენ გამოვირჩევით ტოლერანტობით სხვადასხვა სუბკულტურების, სქესის, გენდერის და სექსუალობის მიმართ. სტუმრებს ვთავაზობთ უგემრიელეს კერძებს და კოკტეილების ფართო არჩევანს.

რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი?

არტ კაფე “პუნქტუმი” გათვლილია ხელოვნების მოყვარული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროს.

11825637_408559485996648_9058838564516940806_n

რის დაგემოვნებას ურჩევდით თქვენს სტუმარს?

კოქტეილებიდან: “რამე ისეთი” და “პუნქტუმი”;

კერძებიდან: ცეზარი შებოლილი ორაგულით.

რა პროგრამას სთავაზობთ სტუმრებს კვების გარდა?

არტ კაფე “პუნქტუმში” ეწყობა ცოცხალი მუსიკის და ლიტერატურული საღამოები, გამოფენები, ცეკვის საღამოები( სალსა, ტანგო, ლათინო)
ვაკეთებთ დაბადების დღეების ორგანიზებას, ფურშეტებს.

11008059_383040055215258_4729931607384645565_n

რა მნიშვნელობას ანიჭებთ დიზაინს. რის მიხედვით გადაწყვიტეთ ინტერიერის დიზაინი, ვისი შექმნილია?

ინტერიერის დიზაინი არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, დიზაინზე იმუშავეს კოტე ჯინჭარაძემ, ელენე რექვიაშვილმა, ხათუნა ხაბულიანმა, გვანცა მაგლაკელიძემ, ანნა ბოდიაკინამ.

12042905_421504171368846_1582335294151084894_n

გარდა თქვენი სივრცისა, რომელია თქვენთვის ისეთი ადგილი, რომელსაც ჩვენს მკითხველს ურჩევდით?

თქვენს მკითხველს ვურჩევდი ასევე ეწვიოს “Book corner”-ს.

About The Author

4 წელია რაც ბლოგერი და მოქალაქე ჟურნალისტი ვარ. დაინტერესებული ვარ მოდის ინდუსტრიიდან სიახლეების, ადამიანის უფლებების/საზოგადოებაში არსებული პრობლემების და კულტურის სფეროდან სიახლეების გაშუქებით. მიმუშავია რამდენიმე ინტერნეტ გამოცემაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და ერთ-ერთ თინეიჯერულ ჟურნალში, სადაც სხვადასხვა შინაარსისმქონე კონტენტს ვთავაზობდი მკითხველ. ამჟამად ვარ მოქალაქე ჟურნალისტი და ვაპირებ მომავალში შემდგარი და მიუკერძოებელი, სრულიად დამოუკიდებელი ჟურნალისტი გავხდე, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმაციის მაქსიმალურად კორექტულად მიწოდებაზე იზრუნებს. "What i see" საშუალებას მაძლევს ფართო საზოგადოებას გავუზიარო ის, რაც მაინტერესებს და სხვებსაც დავანახო ის, რასაც ვხედავ მე.

Leave a Reply