მსოფლიოში პოპულარულ ბინების გაქირავების ონლაინ-გვერდზე Airbnb  შესაძლებელია იქირაო საცხოვრებელი ფართი რამდენიმე დღით, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. განცხადებას თავად მფლობელები ანთავსებენ და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს სასურველი გარემო, მდებარეობა, ფასი და ა.შ.

ერთ ოთახიანი ბინა, რომელიც სულ ერთი საძინებლისგან შედგება, ვერ გაგაკვირვებთ კომფორტით, მაგრამ მისი 10 დოლარად ქირაობის შემთხვევაში, თქვენ არც მეტი არც ნაკლები ვან გოგის ცნობილ ნახატში “საძინებელი არლში” აღმოჩნდებით.  ის ჩიკაგოში მდებარეობს და უფრო მაგარი იქნებოდა, მართლაც არლში რომ მდებარეობდეს. თუმცა თავად იდეა ძალიან ორიგინალური და შთამბეჭდავია. ამ ოთახში ყველაფერი რეალურია. ის ვან გოგის ნახატის ზუსტი ასლია სივრცეში განხორციელებული.

წარმოუდგენლად მიგაჩნიათ?  ნახეთ ფოტოები და თავად დარწმუნდებით.

 

Leave a Reply