2015 წლის დეკემბერში, ნინა სიმონის ბიოგრაფიული ფილმის გამოშვება იგეგმებოდა, თუმცა ფილმის პროდიუსერებმა პრემიერა 2016 წლის, 22 აპირილისთვის გადადეს. ფილმში, რომლის თრეილერიც რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, ლეგენდარულ მომღერალს ლათინო-ამერიკელი მსახიობი ზოე სალდანა განასახიერებს.  ფილმი ნინას ცხოვრების კრიზისულ პერიოდს ასახავს. მის გამგზავრებას საფრანგეთში და პაუზის შემდეგ, მუსიკალურ ბიზნესში დაბრუნებას.

‘ავატარისა’ და ‘გალაქტიკის მცველების’ ვარსკვლავი, ზოე სალდანა მკაცრად იქნა გაკრიტიკებული ნინას სიმონის როლის შესრულებისთვის. ფილმში მსახიობს კანი ხელოვნურად აქვს გაშავებული, რათა აფრო-ამერიკელს უფრო მკვეთრად დაემსგავსოს. გარდა ამისა,  მას ცხვირზე პროტეზი უკეთია, რათა მან ნინა სიმონის ცხვირთან მიმსგავსებული ფორმები შეიძინოს.  მაყურებლებმა ლათინო-ამერიკელი მსახიობის მიერ, ლეგენდარული აფრო-ამერიკელი მომღერლის როლის მორგება უარყოფითად შეაფასეს. მაკიაჟი კი დამცინავად და შეურაცხმყოფელად აღიქვას.  მსახიობი გააკრიტიკეს მისი საშემსრულებლო ნაკლოვანებების გამოც.

ფილმის გადაღება, RLJ Entertainment-მა უზრუნველყო. ისვე ითავებს მის დისტრიბუციას. სტუდიის დამფუძნებლის რობერტ ჯონსონის თქმით, ზოე სალდანამ როლში  მთელი თავისი გული ჩადო და იგი შესანიშნავად შეასრულა.  ხოლო, მსახიობების კრიტიკა მათი რასის, ეთნიკურობისა თუ ფიზიკური განსხვავებების გამო არასწორია. კრიტიკას გამოეხმაურა თავად მსახიობიც, რომელმაც თვითერის საშუალებით ნინას ციტირება მოახდინა. ნინა სიმონის ოფიციალურმა წარმმადგენლებმა კი თვითერზევე გასცეს პასუხი და მსახიობს ნინას სახელის ხსენება აუკრძალეს.

Leave a Reply