გიორგი ჩემინავა ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სამკაულების დიზაინის შექმნა მისთვის ყოველთვის საინტერესო იყო, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ჰობის დონეზე რჩებოდა, ახლა კი ის მზადაა საერთაშორისო და ქართველ მომხმარებელს წარუდგინოს თავისი სადებიუტო კოლექცია “All Eyes on Me”, რომლიც მთავარი თემაც “თვალებია”.

რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი შენი კოლექცია და შექმნისას რა დეტალებია გამოყენებული?

ჩემი გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია საკურორტოა, არის ახალგაზრდა, ამბიციური გოგონებისთვის, რომელთაც სურთ მუდამ ყურადღების ცენტრში დარჩნენ. კოლექცია ფერადია, გამოყენებულია სხვადასხვა ფორმისა და ფერის კრისტალები, ბუმბულები.

როგორც ვიცი კოლექცია უკვე გაყიდულია ბარსელონაში. შენი აზრით რა გახდა ასეთი დაინტერესების მიზეზი?

ბარსელონაში როდესაც ჩამოვედი, გავიცანი ადამიანები, რომლებიც აქაურ მოდის სფეროში მუშაობენ, შემდეგ ბარსელონას მოდის კვირეულზე დამპატიჟეს სადაც ძალიან დაინტერესდნენ ჩემით, მე მათ ვაჩვენე ჩემი ნამუშევრები. აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ მათგანს ბარსელონასა და მადრიდში აქვს საკუთარი მაღაზია-სახელოსნო, მან შემომთავაზა რომ კოლექცია მათთან გამეყიდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ მის მაღაზიაში გამოიფინა და როგორც მითხრეს სრული კოლექცია გაიყიდა.

მინდა კოლექცია ქართველ მომხმარებლამდეც მივიტანო. შეკვეთის შემთხვევაში ნივთს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნიან.

რას საქმიანობდი საქართველოში და რითი ხარ დაკავებული ბარსელონაში?

თბილისში ყოფნისას ჟურნალ ,,ბომონდში´´ ვმუშაობდი, ვწერდი ხელოვნებაზე, მოდის სფეროზე. ბარსელონაში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვედი.

 

თუ გეგმავ კოლექციის საქართველოში ჩამოტანას?

აგვისტოში ვაპირებ ცოტა ხნით ჩამოვიდე თბილისში და ჩამოვიტანო შემოდგომა/ზამთრის კოლექცია.

გარდა საყურეებისა სხვა აქსესუარების დამზადებასაც ხომ არ აპირებ სამომავლოდ?

ამ ეტაპზე მხოლოდ საყურეებით ვარ დაინტერესებული, მომავალში სხვა აქსესუარებსაც შევთავაზებ მომხმარებელს.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უშუალოდ დიზაინერს:

ვებ-გვერდი / Instagram / Facebook 

Leave a Reply