შშმ ადამიანები და მათი პრობლემები ფოტოგრაფ გიორგი ცაავას ძალიან საინტერესო ფოტოპროექტის იდეა გახდა. გამოფენა “9” ქალთა საერთაშორისო დღეს გაიხსნა სასტუმრო “Tbilisi Marriott”-ში და იმ ქალბატონებს მიეძღვა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა.

ფოტოგრაფმა ცხრა ეტლით მოსარგებლე სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ქართველი ქალბატონი სრულიად სხვა თვალით დაგვანახა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა საზოგადოებას, რომ შშმ ქალბატონებიც ლამაზები და მომხიბვლელები არიან.

 

Leave a Reply