ნეთფლიქსი და ინსტაგრამი ახალი პროექტისთვის ერთიანდებიან. პროექტის ფარგლებში კომპანია იწყებს მოხალისეების შერჩევას, რომლებიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში იმოგზაურებენ და იმ ადგილებში გადაიღებენ ფოტოებს, სადაც ნეთფლიქსის ცნობილი შოუებია გადაღებული.

სამუშაო ანაზღაურებადია და შერჩეულ კანდიდატებს კვირაში 2 000 დოლარი ჩაერიცხებათ, რათა დანიშნულების ადგილები მოინახულონ და იქ გადაღებული ფოტოები ინსტაგრამზე განათავსონ.  მუსრველებმა ინსტაგრამზე უნდა გამოიწერონ ნეთფლიქსის ოფიციალური გევრდი და თავიანთ სამ საუკეთესო ფოტოს დაურთონ ჰაშთეგი – #grammasters3.  უცნობია თუ რა კრიტერიუმებით მოხდება კანდიდატთა შერჩევა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი ეძებენ სატელევიზიო შოუების მოყვარულ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევიან და ფოტოების გადაღების ნიჭი აქვთ. ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი 21 წელს ზემოთ უნდა იყოს.

 

Leave a Reply