თაკო მექვაბიძე ახალგაზრდა ბათუმელი დიზაინერია, რომელიც მოდის სახლს “TAKO MEKVABIDZE FASHION HOUSE” ხელმძღვანელობს და  წარმატებით დაიმკვიდრა თავი მოდის სამყაროში. ის გასული სეზონების თბილისის მოდის კვირეულებშიც მონაწილეობდა.

მოსკოვში მიმდინარე “მერსედებ ბენცის” მოდის კვირეულზე თაკომ თავისი ახალი 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინა და ისეთი ცნობილი და პოპულარული მოდის ჟურნალის ყურადღება მიიქცია, როგორიცაა NOWFASHION, სადაც მისი ჩვენების ყველა ფოტო განთავსდა.

ეს ჩვენება მართლაც აღსანიშნავია. ფართო სამოსი, ტყავის ქვედაბოლოები და დეტალები, გრძელი თავისუფალი სტილის პალტოები და ყველა ის დეტალი, რაც თანამედროვე თავისუფალი და საქმიანი ქალის გარდერობს იდეალურად შეეესაბამება.

 

 

One Response

Leave a Reply