ჟურნალი ‘თაიმი’ 2016 წლის სოციალურ მედიის ყველაზე გაველენიანი ადამიანებს ასახელებს. გამოცემამ გასულ წელს ინტერნეტში ტრენდული სიახლეები შეაჯამა, ასევე დათვალა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე ცნობილ ადამიანთა გამომწერთა რიცხვი და შეეცადა შეედგინა სია, რომელიც ყველა იმ ადამიანს დაიტევდა,  ვინც ონლაინ სივრცეში ყველაზე მეტი გამოხმაურებით სარგებლობს.

სიაში პირველ ადგილას რეპერი და კარდაშიანთა ოჯახის ოფიციალური წევრი, კანიე ვესტია. კანიე ვესტი გამომწერთა სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა მისი აქტივობა ონლაინ სივრცეში ყოველთვის რამდენიმე დღიანი განხილვის საგანია. რეპერი მომხმარებელს თავს პროვოკატიული თვითებით ახსენებს და ვირტუალურ დაპირისპირებაში სხვა ცნობილ სახეთა ჩაბმასაც ახერხებს.  შარშან რეპერი შურაცხმყოფელი თვითების შემდეგ, ჩხუბში ჩაება თავის ყოფილ შეყვარებულთან ემბერ როუზთან და ემბერის შვილის მამასთან, რეპერ ვიზ ხალიფასთან.  მათ დაპირისპირებაზე ამერიკულ ონლაინ გამოცემათა უმრაველსობა აქტიურად წერდა. ყურადღების ცენტრში მოექცა მისი პოსტი იმის შესახებაც, რომ მას 53 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი აქვს. მსგავსი შინაარის პოსტის  გამოქვეყნების შემდეგ, რეპერმა მარკ ზაკენბერგსა და ბილ გეითს ფინანსური დახმარება საჯაროდ, ასევე თვითერის დახმარებით სთხოვა.

 

30 კაციან სიაში ადგილი დაიკავა კანიე ვესთის მეუღლემ, კიმ კარდაშიანმაც, რომელსაც ფეისბუკზე, თვითერზე და ინსტაგრამზე ჯამში 130 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.  მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები ყოველთვის კამათისა და განხილვის საგანია, რადგან რეალითი შოუს ვარსკვლავი ხშირად საკუთარ შიშველ ფოტოებს აქვეყნებს.

 

სიის ათეულში ასევე მოხვდა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, რომელსაც თვითერზე 7 მილიონი გამომწერი ჰყავს. უფრო მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერ კანდიდატს, მათ შორის ჰილარი კლინტონს.  ტრამპის თვითერ ექანთი ხშირად მოჰყავთ იმის მაგალითად თუ როგორ არ უნდა გამოიყენოს პოლიტიკურმა ფიგურამ სოციალური მედია.  სკანდალური და საკამათო განცხადებების გაკეთებას ტრამპი არც თვითერის საშუალებით ერიდება, უფრო ხშირად კი მისი პერსონა განხილვის საგანი, მის მიერ სხვადასხვა ინტერვიუებსა თუ საჯარო გამოსვლების დროს გაკეთებული განცხადებების გამო ხდება.

 

 

 

სიაში ასევე მოხვდა ონლაინ სივრცეში ყველაზე პოპულარულ ათლეტად აღიარებული კრისტიანო რონალდო, რომელსაც მხოლოდ ფეისბუკზე 110 მილიონი გამომწერი ჰყავს, ინტსაგრამზე ამჟამად ყველაზე პოპულარულ მომხმარებელთა ათეულშია, ჯამში კი 200 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.  მასთან ერთად სიაში მოხვდნენ ჯოან როულინგი, რეპერი დრეიკი, ჯეიმს ქორდონი და რამდენიმე იუთუბერი.

სიის გამოქვეყნებას ინტერნეტში უკვე მოჰყვა გამოხმაურება და ადამანთა ერთმა ნაწილმა მას არასაპატიო უწოდა.

 

2 Responses

Leave a Reply to anoa Cancel reply