ფოტოგრაფმა ტაილერ ადალმა შეამჩნია, რომ ისეთი მახასიათებლები როგორიცაა სინაზე და სილამაზე უფრო ხშირად ქალებთან ასოცირდება. თანამედროვე სამყაროში კი მათი მდედრობით სქესთან გაიგივება მოხდა და მამაკაცს ნაზსა თუ ლამაზს იშვიათად უწოდებენ. უფრო მეტიც, მსგავსი ეპითეტებით მამაკაცის მოხსენიება შეურაცხყოფად ითვლება, რადგან ნაზი კაცი, იმთავითვე ასოცირდება სუსტ კაცთან. რაც ფოტოგრაფის აზრით, არასწორია და ქალებისთვის სახეში სილის გაწნის ტოლფასია.

მისი აზრით, უნდა განადგურდეს სოციალური სტერეოტიპები და შეხედულებები, რომელთა მიხედვითაც ქალებისთვსი ‘სისუსტე’ დასაშვებია და მათ იგი მოეთხოვებათ კიდეც, მაშინ როცა მამაკაცი საზოგადოებრივი სტანდარტების უხილავ ჩარჩაებშია მოქცეული და სასურველია, რომ მან ქცევის კონკრეტული მოდელის მიხედვით იმოქმედოს.

ამიტომაც, ფოტოგრაფმა გადაიღო ფოტოების სერია – ‘ბიჭები’, რათა ენახებინა მასკულანური ბუნების კომპლექსური სახე.  მასკულანურობა ფიზიკურ სიძლიერსა და სიუხეშეს, მაჩოსთვის დამახასიათებელ სხვადასხვა თვისებას იტევს, თუმცა გარდა ამისა, მასში თავისუფალი სივრცე სხვა მახასიათებლებისთვისაც რჩება. სწორედ ამ მახასიათებლების წინ წამოწევა სცადა თავის პროექტით ტალიერ ადალმა და გადაიღო ბიჭობას გადაცდენილი და მამაკაცებად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, ასაკში გაჭედილი ახალგაზრდები.

 

Leave a Reply