ელექტრონულმა ჟურნალმა What I see  2016 წლიდან დაიწყო ახალ პროექტი სათაურით – ვიდეო პორტრეტები. პროექტის მიზანია საზოგადოებას განსხვავებული კუთხიდან დაანახოს სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მიმდევარი ადამიანები საქართველოდან.

გაგაცნოთ მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული ისტორიები, გაჩვენოთ თუ როგორია მათი ჩვეულებრივი დილა, როგორ უყვართ დასვენება, რა ახარებთ და აბედნიერებთ მათ და ა.შ.

ჩვენი შემდეგი რესპოდენტი, ანა თორია, პროფესიით იურისტი და პიანისტია. ამჟამად სწავლობს კონსერვატორიაში – ვოკალის ფაკულტეტზე.

დაბადებულია და ცხოვრობს თბილისში.

ასაკი: 27 წლის