კალიფორნიელი მონაზვნები, დები დარსი და ქეითი მათი ერთი სამუშაო დღის აღმწერ ფოტოსესიაში მონაწილეობას დასთანხმდნენ. იტერესი მათი რუტინისადმი, მათივე საკამათო საქმიანობამ გამოიწვია. ქალები, რომლებიც თავიანთ თავს მონაზვნებს უწოდებენ, თუმცა ტრადიციული კათოლიკური სამონასტრო ცხოვრებისგან შორს დგანან, მარიხუანის წარმოებითა და გაყიდვით არიან დაკავებულნი.

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიის მუნიციპალიტეტი მათი საქმიანობის გადახედვას გეგმავს, დები მუშაობას კვლავ განაგრძობენ, რადგან ჯერ-ჯერობით მათი მხრიდან რაიმე კანონდრღვევა არ შეინიშნება. მათ მარიხუანა თავიანთ საცხოვრებელში მოჰყავთ, მისგან სამკურნალო საშუალებებს ამზადებენ და ინტერნეტით ვაჭრობენ. სამკურნალო საშუალებები რამდენიმე სახისაა. დებს შეუძლიათ შემოგთავაზონ სამკურნალო მალამოები და წვეთები, რომლებშიც მარიხუანის შემადგენელი ფისქოტროპული ნივთიერებები დიდი დოზითაა.

,,ჩვენი მიზანია ხალხს ეკოლოგიურად სუფთა, სახლში დამზადებული პროდუქცია შევთავაზოთ.  ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ მარტივი, მშვიდი ცხოვრებით და შევქმნათ სამკურნალო საშუალებები სულიერად მდიდარ გარემოში.”

განაცხადეს დებმა, რომელბსაც ერთ წლიანი მუშაობის შემდეგ პრობლემები შეექმნათ, იბეიზე მათი პროდუცია მოულოდნელად ხელმიუწვდომელი გახდა.

 

 

 

Leave a Reply