ყველა ჩვენგანის სახლში მოიპოვება ნივთები, რომლებსაც თავდაპირველ დანიშნულებით ვეღარ ვიყენებთ, თუმცა გადაყრისთვისაც გვენანება ხოლმე. თუ არც თქვენ ხართ გამონაკლისი , გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, თუ როგორ შეიძლება ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინოთ და ამავდროულად ლამაზი, ახალი და ფუნქციონალური ნივთებით გაალამაზოთ სახლის ინტერიერი.

ძველი ჩაიდნები , როგორც ყვავილების ქოთნები

კედლის სანათებად და ინტიმური გარემოს შესაქმნელად შეგიძლიათ ჩვეულებრივი საწური გამოიყენოთ, ამისთვის საკმარისია კედელზე დამაგრებულ ნათურას მიაფაროთ საწური.

 

გამოუყენებელი კოვზებისგან ვინტაჟური საკიდის გაკეთება შეგიძლიათ

 

ღვინის ბოთლის საცობისგან შესანიშნავი საყვავილეები მზადდება ნერგების გასაზრდელად

 

ამ ხერხს თუ გაითვალისწინებთ მხოლოდდამხოლოდ პლასტმასის ბოთლისგან შეძლებთ საკუთარ ბინაში მოიყვანოთ სხვადასხვა სახის მწვანილეულობა

 

 

მოდიდან გადასული სახეხი შეგიძლიათ ფანქრების, ან ნებისმიერი ტქვენთვის სასურველი ნივთის შესანახად გამოიყენოთ

 

ღვინის ფერადი ბოთლებისგან სანათის გაკეთება უფრო შრომატევადი ჩანს, თუმცა დამეთანხმებით, რომ ცდად ნამდვილად ღირს

 

ყურმოტეხილი ფინჯნებისგან ორიგინაკური სანთლის ჩასადების გაკეთება შეგიძლიათ

 

ძველი სახეხი არა მხოლოდ ნივთების ჩასალაგებლად, არამედ საყურეების საკიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ

 

 

ორიგინალური ჩარჩოები ნამდვილდ მოდაშია. მას შემდეგ, რაც დაბეჭდილმა ფოტოებმა აქტუალობა დაიბრუნა უამრავი სხვადასხვა სახის დიზაინის ჩარჩოებს გვთავაზობენ. ამ ხერხით კი თქვენი ჩარჩო ნამდვილად ორიგინალური იქნება და შეიძლება საერთოდ უფასოდაც დაამზადოთ

 

წყარო: http://www.boredpanda.com/

Leave a Reply