თუ ‘შიმშილის თამაშების’ გამოსვლის შემდეგ, ფილმის მოყვარულებმა კაჭკაჭჯაფარას გულსაკიდებით დაიწყეს სიარული, ‘შეშლილი მაქსის’ გულშემატკივრები უფრო შორს წავიდნენ და ფრენჩაიზისადმი დიდი სიყვარული, მსოფლიოში პირველი პოსტ-აპოკალიპტური ფესტივალის მოწყობით დაამტკიცეს. 2010 წლიდან მოყოლებული, ფესტივალი წარმატებით იმართება.  მისი ლოკაციის ადგილი კი წლიდან წლამდე უცვლელია – კალიფორნიის უდაბური დაბლობი.

როგორც ფესტივალის უცვლელი მონაწილეები აცხადებენ, ფესტივალი დიდი სულიერი შთაგონების წყაროა.  ფესტივალის მთავარი ხიბლი კი არის ის, რომ  ,,პოსტ-აპოკალიპტური სამყაროა, ასე რომ აქ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რაც მოგესურვება.”

ფესტივალი ორი ვიკენდით იმართება. 2016 წელს იგი 22-დან 25 სექტემბრამდე გაიმართება. ‘შეშლილი მაქსი – მრისხანების გზის’ გამოსვლის შემდეგ, ფესტივალისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

 

 

 

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply