სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა საზაფხულო რეზიდენციები ფუნქციონირებდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ე.წ. “მარშლიანთ სასახლე” სოფელ გარიყულაში.  გარიყულა კასპის რაიონში, სოფელ ახალქალაქის გვერდით მდებარეობს და დღეს აქ მდებარე არტ-რეზიდენცია “გარიყულათი” იქცევს თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანების ყურადღებას. ახალქალაქი ძალიან ძველი და საკმაოდ დიდი სოფელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქაურობა ორ ნაწილად იყოფოდა: გორაკებზე განთავსებული თავადების სასახელებისა და მდინარის ნაპირებზე განაწილებული ხელოსნებისა და ვაჭრების უბნებისგან.

სასახლე 20-მდე ყოფილა და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ თარხნიშვილების, ე.წ. “მარშლიანთ სასახლე” (სასახლის ამშენებელი დავით თარხნიშვილი გორის მაზრის თავადაზნაურთა მარშალი ყოფილა) იყო. სასახლეს სპარსი ისტატების მიერ მიერ მოხატული კედლები, სარკეებიანი ჭერი, ვიტრაჟები და ეზოში აბანოები ქონია. ეზოში ასევე მდგარა ეკლესია, რომელიც მენშევიკებმა დაანგრიეს.

IMG_0278
IMG_0290

საბჭოთა პერიოდში ასევე ბათქაშით დაფარეს სპარსი ოსტატების მიერ მოხატული კედლები და დააზიანეს სარკეებიანი ჭერი.
IMG_0301IMG_0321
მოგვიანებით ამ სასახლეში სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შევიდნენ, რომლებმაც შებათქაშებულ კედლებზე თავიანთი ნახატები დატოვეს. ხინკალი, მწვადი, არაყი, უძილო ღამეები და უსაქმურობაში გატარებული დღეები არის მთავარი თემები, რომლის გარშემოც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე უნიკალურ შენობაში ფიქრობდნენ და “ნამუშევრებს” ქმნიდნენ.

IMG_0291IMG_0292IMG_0293IMG_0294IMG_0295IMG_0296IMG_0297IMG_0318IMG_0352 (1)IMG_0352IMG_0353IMG_0354IMG_0355

Leave a Reply