ელზასა და ანას გაყინული თავგადასავალების შემდეგ, დისნეი მაყურებელს ახალ პრინცესას გააცნობს. მოანა პოლინეზიელი პრინცესაა, რომელიც მაყურებელს 2016 წლის ნომებერში შეხვდება.  წყნარი ოკეანის სამხრეთით, ოკეანეთის მკვიდრები ცნობილები იყვნენ თავიანთი ნავიგაციის უნიკალური სისტემებითა და შორ მანძილზე მოგზაურობით. ისინი საუკუნეების განმავლობაში მოგზაურობდნენ და ახალ აღმოჩენებს აკეთებდნენ, თუმცა აღმოჩენების ხანა შეწყდა და უცნობი მიზეზების გამო,  თავგადასავლების მოყვარულმა ხალხმა მოგზაურობაზე ხელი აიღო.

მოანა თინეიჯერი გოგონაა, რომელიც ცდილობს წინაპართა ტრადიციები გააგრძელოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ მსოფლიოში ახალი მიწების აღმოჩენისთვის ადგილი კიდევ არის.  იგი თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში გაემგზავრება, რომლის დროსაც თავის გმირს – ნახევრად ღმერთ მაუის შეხვდება.

 

საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, დისნეიმ 2011 წლიდან ორიგინალ იდეებზე დაიწყო მუშოაბა და პირველი მსგავსი პროექტი – ,,გაყინული” წარმატებით განახორციელა. ამჯერად სტუდია კიდევ ერთ ორიგინალური იდეის ხორცშესხმას გეგმავს და საზოგადოებას პირველ პოლინეზიელ პრინცესას წარუდგენს. ფილმის ნახვა 3დ-ში იქნება შესაძლებელი და მასში გამოყენებული იქნება, როგორც კომპიუტერული გრაფიკა, ასევე ხელით შექმნილი ნახატები.

Leave a Reply