გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმი მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. ხმის მიმცემთა 52%-მა მხარი ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა. რამდენიმე საათის წინ, ბიბისიმ შედეგები გამოაქვეყნა და ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის დატოვებას 13.1 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ალიანსში დარჩენის მომხრე კი 12.4 იყო. ხმის მიმცემთა აქტიურობა 1992 წლსი შემდეგ ყველაზე მაღალი, 71.8% იყო. ლონდონისა და შოტლანდიის მოსახლეობამ მხარი ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა, თუმცა რეფერენდუმის შედეგები ჩრდილოეთ ინგლისიდან და უელსიდა შემოსულმა, დატოვების სასრგებლოდ მიცმეულმა ხმებმა გადაწყვიტა. სულ რეფერენდუმში 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

 

ნიუ-იორკ თაიმსმა ისტორიული მოვლენა დასავლეთის პოლიტიკური ესტაბლიშმენტის შერყევად მონათლა.  ბრიტანეთი გერმანიის შემდეგ, ევროკავშირის სიდიდით მეორე ეკონომიკა, ბრითვული სახელმწიფო და ევროკავშირის უსაფრთხოების საბჭოს წევრია, მისი ევროკავშირიდან გასვლა კი  სირიელ დევნილთა, საბერძნეთისა და უკრაინის კრიზისებს კიდევ უფრო გაამწვავებს.  ევორკავშირის დატოვებას უკვე მოყვა პირველი შედეგები, რაც ფუნტის კურსის დაცემაში გამოვლინდა. ფუნტმა დოლართან მიმართებაში 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა და სამჯერ უფრო გაუფასურდა.  არსებობს სპეკულაციები, რომ შოტლანდია კიდევ ერთ რეფერენდუმს ჩაატარებს და გაერთიანებული სამეფოს დატოვების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს, ვინაიდან ქვეყანა ევროკავშირის წევრი აღარ არის, ხოლო შოტლანდიის მოსახლეობამ ევროკავშირში დარჩენის აშკარა სურვილი გამოხატა.

 

რეფერენდუმი უკვე შეფასდა დევიდ კამერონის პირად მარცხად, რადგან იგი თავად იდგა ქვეყნის ეკვროკავშირში დარჩენის აგიტაციური კამპანიის სათავეში. ვიდრე მსოფლიოს ნაწილი რეფერენდუმის შედეგებს ქსენოფობიისა და ნაციონალიზმის გამარჯვებად აღიქვამს, დანარჩენები მემარცხენე ფრთის მხარდამჭერებს სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ ეს შედეგი სწორედ მათმა დაუფიქრებელმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა გამოიწვია.

ქვეყნის გამოსვლა ბლოკიდან ეტოპობრივი და კომპლექსური იქნება და მას ევროკავშირი გაუწევს მეთვალყურეობას. პირველ ეტაპზე უცვლელი დარჩება თავისუფალი ეკონომიკური ბაზრისა და ემიგრანტების საკითხი.

 

ვიდრე მსოფლიო ბრიტანეთის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი იმედგაცრუებულია, სოციალური მედიით ამ თემაზე არ წყდება და #Bretix-ი ასი ათასზე მეტი თვითით ტვიტერის ტრენდებშია.  მომხმარებლები კი რეფერენდუმის შედეგებს შემდეგნაირად ეხმაურებიან :

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply