ჯულიან როუზფელდტი უამრავ ტექსტურ მანიფესტს გაეცნო, მათგან სამოცი, მისთვის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ერთმანეთთან დაკავშირეული, ერთმანეთის შემვსები აარჩია.  12 მანიფესტის კოლაჟის მატერილიზაცია მოახდინა და მათ განსასახიერებლად ქალი არტისტის პოვნა გადაწყვიტა. თუმცა, ვიდრე მსახიობს იპოვიდა მან კომუნისტური მანიფესტი შეისწავლა, რომელიც პროექტის შთაგონების წყარო გახდა. ქეით ბლანშეტის მიერ განსახიერებული ბობ დილანის ნახვით შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეულმა ჯულიანამა, პროექტში ქეით ბლანშეტი ჩართო, რომელიც წლების წინ ბერლინში გაიცნო. ქეით ბლანშეტს 13 პერსონაჟის განსახიერება დაევალა. იგი სხვადასხვა დროში მცხოვრები უსახლკარო კაცი, სკოლის მასწავლებელი, პანკი, ქვრივი, ქორეოგრაფი და ქარხნის მუშაა.   ქეით ბლანშეტი და მისი ხმა აერთიანებს სამოცამდე მოკლე სცენას. ზოგჯერ გვესმის ქალის შინაგანი ხმა, ზოგჯერ ვუსმენთ, როგორ იღებს ქალი ინტერვიუს საკუთარი თავისგან და ზოგჯერაც ვუსმენთ როგორ მოგვმართავს ქალი ეკრანიდან.  ეს ხმა აერთიანებს ყველაფერს ლარს ფონ ტრიერიდან კონსტქტივიზმამდე და აქვს ამბიციური სურვილი – რეინტერპრეტირების წყალობით, შეაჯამოს მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი მანიფესტები, შეაჯამოს უკანასკნელი ასი წლის ხელოვნება.

 

 

 

 

 

 

 

 

,,იმედი მაქვს, რომ მანიფესტო გაახსენებს ადამიანებს, რომ თუ მათ რაიმეს თქმა სურთ, უნდა დარწმუნდენენ, რომ ჭკვიანურსა და საინტერესოს იტყვიან, ვიდრე რამის თქმას საერთოდ დააპირებდნენ.”

 

 

ინსტალაცია პირველად მოეწყო ავსტრალიაში, ამჟამად გამოფენა ბერლინში იმართება, ხოლო შემოდგომაზე დიდ ბრიტანეთს ეწვევა. მასალის 90 წუთიან ფილმად ქცევა 2018 წლისთვისაა დაგეგმილი, რის შემდეგაც იგი სხვადასხვა ფესტივალებზე იქნება ნაჩვენები.

 

 

Leave a Reply