ამერიკელი პოპ მომღერალი და ამერიკული ,,ახალი ხმის” ჟიურის წევრი, კრისტინა აგილერა 30 ივლისს ურეკში, Black Sea Arena-ზე იმღერებს. მომღერლის ჩამოყვანას ქართუ ჯგუფი უზრუნველყოფს და იგი იქნება პირველი, ვინც Black Sea Arena-ს საზაფხულო სცენას გახსნის. მის კონცერტზე დასწრებას 10 000-მდე ადამიანი შეძლებს. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენას კი მსმენელები კი 50-დან 100 ლარამდე შეძლებენ.

 

 

 

 

შავი ზღვის მთავარი სცენა – Black Sea Arena 200 მილიონ ლარად, ფონდი ქართუს დაფინანსებით ურეკში აშენდა და იგი სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა.  დარბაზი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისადაა აგებული.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge-ზე, 12 ივლისიდან. კონცერტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაგებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ოფიციალურ ივენთს ფეისბუქზე.

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply