ზაფხულის ოლიმპიური თამაშებამდე, ანუ რიო 2016-მდე ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა. მსოფლიოში ყველაზე ყურებადი სანახაობა 5-დან 21 აგვისტომდე გაგრძელდება. თამაშებში 206 ეროვნული ოლიმპიური ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ათლეტების საერთო რაოდენობა 10 ათასზე მეტია. წლევანდელი ოლიმპიადა ისტორიულიცაა, იმ კუთხით, რომ მასში პირველად მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელი კოსოვოს რესპუბლიკა, საკუთარი ოლიმპიური ნაკრებით და სამხრეთ სუდანი.

ოლიმპიადის დაწყებამდე უკვე გამოჩნდა სარეკლამო რგოლები, რომლებიც სპეციალურად რიო 2016-ისთვის შეიქმნა. ისინი ერთდროულად ემოციური და შთამაგონებელია, წარმოგიდნენთ რამდენიმე მათგანს.

 

 ,,მადლობა, დედა!’

 

ამერიკულმა სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელმა კომპანიამ P&G კიდევ ერთხელ, ამჯერად რიოს ოლიმპიადისთვის დააბრუნა თავისი სარეკლამო რგოლი, რომლის სიუჟეტის ცენტრიც ოლიმპიადაში მონაწილე ათლეტებისა და მათი დედების ურთიერთობაა. კომპანიამ მსგავსი რგოლი სოჭის, ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვისაც შეუკვეთა. ზაფხულის თამაშებისთვის დამზადებულ ვიდეოში ხაზი გასმულია, როგორც დედათა ასევე ათლეტთა სიძლიერისთვის. იმ ძალისხმევისთვის, რომლებსაც მშობლები სპორტსმენი შვილების მხარდასაჭერად ხარჯავენ. ვიდეოში ნაჩვენებია ათლეტთა ნერვიულობის წუთები ასპარეზობამდე და მათი ბავშვობის რთული მომენტები.

 

 

 

 

 

,,ყინული ჩვენს ვენებში!”

 

კანადელებმა საკუთარი ოლიმპიური გუნდის მხარდამჭერი კამპანია წამოიწყეს, რომლის სახელია – ყინული ჩვენს ვენებში.  კამპანიისთვის გადაღებულ ვიდეოში ნაჩვენებია კანადის მკაცრი კლიმატი და კონრასტია გავლებული რიოს მზაინ და კანადის ყინულებით დაფარულ სანაპიროს შორის.  კანადის ზამთრის მკაცრი პირობები წარმოჩენილია, როგორც კანადელთა იდენტობის განმსაზღვრავი და ის ძალა, რომელიც ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს ოქროს მედლების მოპოვებაში უნდა დაეხმაროს.

 

 

 

 

 

 

გადლობა სუდანისთვის

 

სამსუნგმა გადაწვიტა სამხრეთ სუდანის პირველი ოლიმპიური გამოცდილება ემოციური ვიდეორგოლის დამზადებით ეზეიმა. სუდანელი ათლეტი მარგრეტ რუმათ რუმათ ჰასანი ძალიან ახალგაზრდა, 19 წლის სპორტსმენია და იგი პირველად მიიღებს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას, ისევე როგორც მისი ქვეყანა, სამხრეთ სუდანი, რომელმაც სუდანისგან დამოუკიდებლობა 2011 წელს მოიპოვა.  ვიდეოში ნაჩვენებია გზა, რომელსაც გოგონა საკუთარი სოფლიდან რიოს გრანდიოზულ არენამდე გადის და მისი თანამოქალაქეების მხარდაჭერა, რაც გოგონას მუსიკალური ჟღერადობის მქონე სახელის სკანდირებით, ანუ გალობით გამოიხატება.

 

 

 

 

ერთი ჰიმნი, ერთი მსოფლიო

 

მსოფლიოში მომხდარი უამრავი ტრაგიკული მოვლენის ფონზე, სამსუნგმა გადაწყვიტა შეექმნა სარეკლამო რგოლი, რომლებიც ადამაინებს გააერთიანებდა და არა მხოლოდ კომპანიის ახალი პროდუქტის, არამედ მსოფლიო მშვიდობის აუცილებლობის რეკლამირებას შეუწყობდა ხელს. ვიდეო იწყება იმით, რომ ახალგაზრდა გოგონა ბოცვანას ეროვნულ ჰიმნს ასრულებს, რამდენიმე წამში, მაყურებელი ხვდება ახალ ლოკაციაზე, სადაც განსხვავებული ადამიანი სხვა ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს ღიღინებს. ასევე, მაყურებელს საშუალება აქვს გაარკვიოს, თუ რომელი ქვეყნის ჰიმნიდან აღებული ფრაზა სრულდება. სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნიდან აღებული ფრაზებით შექმნილი მსოფლიო ჰიმნი კი თავისთავად ემოციური, ძალიან ლამაზი და ჰარმონიულია.

 Through our unity and harmony, we’ll remain at peace as one.
For we are young and free, with glowing hearts we see thee rise.
The day of glory has arrived, oh say can you see, a vivid ray of love and hope descends to Earth.
The people living united and progressive, join together all of our hearts as one.
Happy and glorious, listen to us gently with the infinite love.
Unity and justice and freedom, stand unchanged by wind and frost.
Offer peace to friends, and united we shall stand.

 

სამანქანო მოგზაურობა რიომდე

 

ვიზას მიერ დამზადებულ სარეკლამო რგოლში ცნობილი ოლიმპიელები ერთად მიემართებიან სამანქანანო მოგზაურობაში რიოსკენ, გზად კი ვიზაც პლასტიკურ ბარათებს იყენებენ. მხიარულ სარეკლამო ვიდეო რგოლში, ნაჩვენებია თუ როგორ იყენებენ ათლეტები თავიანთ სპორტულ უნარებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ასევე, მათი ურთიერთბა ერთმანეთთან.

 

 

Leave a Reply