ქართული მუსიკალური ბენდები, რომლებსაც Tbilisi Open Air-ზე უნდა დაეკრათ, ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.  ბენდის წარმომადგენლებმა გულშემატკივრებს სოციალური მედიის საშუალებით მიმართეს და შეატყობინეს, რომ ისინი მათ მოსმენას ფესტივალზე ვერ შეძლებენ.  Young Georgian Lolitaz, Kung Fu Jankie-სა და Backwarmer-ის წევრებმა მსმენელებს ბოდიში მოუხადეს და ფესტივალზე გამოსვლაზე უარის თქმის მიზეზად ქართული მუსიკალური ჯგუფების მამართ უსამართლო დამოკიდებულება, დროის სიმცირე და ტექნიკური გაუმართაუბა დაასახელეს, რომლის გამოც ისინი საუნდჩექის გავლას ვერ ახერხებენ.

ფესტივალის ორგანიზატორებს განცხადება არ გაუკეთებიათ, ამიტომ უცნობია დაუკრავენ თუ არა ჩამოთვლილი ბენდები ფესტივალის მესამე, დასკვნით დღეს.

 

 

 

 

Leave a Reply