ის მნიშვნელობები, რომლებსაც არტისტები თავიანთი სიმღერის ტექსტებში დებენ, განსხვავდება იმისგან თუ როგორ აღქვამენ მას მსმენელები. სიმღერა შეიძლება წარმატებულ ჰიტად იქცეს მსმენელთა მიერ არასწორად გაგებული საზრისის გამო. ამერიკელი მომღერლის, ბიონსეს ცნობილი ჰიტი – Survivor, რომელიც მისი Destiny’s Child-ში ყოფნისას ჩაიწერა, მომღერლის ტურნეების დროს აუცილებლად შესასრულებელ სიმღერათა სიაშია, რომლის გაჟღერებასაც მსმენელი მოუთმენლად ელოდება. სიმღერა მილენიელებისთვის ფემინისტურ ჰიმნად იქცა, თუმცა თავდაპირველად იგი ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაზრდის მესიჯით არ დაწერილა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მომღერალი სიმღერას ამ კონტექსტში ასრულებს, 2001 წელს, როდესაც ფემინიზმი და პოპ მომღერლობა ჯერ კიდევ არ იყვნენ სინონიმებად ქცეულნი, Destiny’s Child-ის წევრებმა სიმღერა ჯგუფიდან წასულ წევრებს მიუძღვნეს და ამით რევანშის აღება სცადეს, რაც გამოუვიდათ კიდეც, რადგან სიგლი წარმოუდგენელი წარმატების მომტანი გახდა.

 

 

Survivor სწორედ მაშინ გამოვიდა, როცა ჯგუფის შესაძლო დაშლის შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. სიმღერაში ჯგუფიდან წასულ წევრებს მიმართავენ და უყვებიან თუ რამდენად კარგად გრძნობენ თავს მათ გარეშე. სიმღერის ერთ-ერთი ხაზი კი ასეთია – ,,გეგონათ თქვენს გარეშე ვერ გავიყიდებოდით, ჩვენ კი 9 მილიონი ალბომი გავყიდეთ.”

 

 

ჯონ ლენონის კარიერაში ყველაზე წარმატებული სიმღერა – Imagine, დღემდე პოპულარულია. ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული მოსაზრების მიხედვით კი, 70-იან წლებში ამერიკელებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რას უსმენდნენ. ბრიტანულ მუსიკალურ ჟურნალთან საუბრისას, ლენონმა აღნიშნა, რომ სიმღერა ფაქტობრივად კომუნისტური მანიფესტია. თუმცა, დაამატა რომ საკუთარ თავს არც კომუნისტად და არც რომელიმე სხვა მოძრაობის მიმდევრად არ მიიჩნევდა. გარდა ამისა, ლენონმა გააკრიტიკა სოციალიზმის შენების რუსებისა და ჩინელების მცდელობა. თუმცა, ინტერვიუში ინტერვიუში მან აშკარა სიმპათიები გამოხატა სოციალიზმის მიმართ და ,,კარგი, ბრიტანული სოციალიზმის” შექმნის სურვილიც გამოთქვა.

სიმღერის კომუნიზმთან კავშირის ეჭვებს ამძაფრებს რეალიგიაზე უარის თქმა. ლენონმა მსმენელს შესთავაზე  წარმოედგინათ სამყარო, იმ ყველაფრის გარეშე, რაც ადამიანებს ერთმანეთს აშორებს და ჰყოფს, მათ შორის რელიგიის გარეშე. აღსანიშნავია, რომ თბილისში ჩატარებული უეფას სუპერ თასის გახსნაზე სტუდია სახის ბავშვების მიერ შესრულებულ ვერსიაში, სიმღერიდან ამოღებული იყო ნაწილი, სადაც ნახსენები იყო სიტყვები - No religion.

 

 

 

 

 

კიდევ ერთი სადაო მნიშვნელობის მქონე სიმღერა BlackBird-ია, რომელიც პოლ მაკარტნის მიერ დაიწერა და რომელსაც მომღერალი თავადვე ასრულებდა. თავდაპრიველად მომღერალმა თქვა, რომ სიმღერის ინსპირაცია ინდოეთში ყოფნისას, დილით მოსმენილმა შაშვის გალობა გახდა, თუმცა მოგვიანებით, ამერიკულ რადიო სადგურთან საუბრისას მაკატრნიმ აღნიშნა, რომ სიმღერა ამერიკის სამხრეთ შტატებში, შავკანიანთა მიმართ უთანასწორო დამოკიდებულებისა და მათი მძიმე პირობების შესახებ დაიწერა. შაშვი კი გამოყენებული იყო, როგორც აფრო-ამერიკელი ადამაინის სიმბოლო, რომელიც დატეხილ ფრთებს შეიხორცებს და ისევ შეძლებს ფრენას.

 

 

 

 

Wake Me Up When September Ends ამერიკული როკ ჯგუფის, Green Day-ს მეშვიდე სტუდიური ალბმის, რიგით მეოთხე სინგლია, რომელიც 2005 წელს გამოვიდა. ამერიკელების მიერ სიმღერა 11 სექტემბრის ტერაქტისადმი მიძღვნილ ბალადად მიიჩნევა. რთულია ასე არ ეფიქრათ, როცა სიმღერა ალბომის მეთერთმეტე ტრეკად იყო წარმოდგენილი. რეალურად სიმღერა ბენდის სოლისტმა ბილი ჯო არმსტრონგმა 1982 წლის სექტემბერში დაღუპულ მამას მიუძღვნა.

 

 

 

Foster The People-ს ცნობილი ჰიტი, რომელიც 2011 წლის ზაფხულის სიმღერად დასახელდა მენტალურად არამყარ მოსწავლეზეა. როგროც ბენდის წევრები ამბობენ, ისინი გაეცნენ შეერთებულ შტატების სკოლებში სასროლო იარაღით არასრულწლოვანთა მასობრივი მკვლელობების შემაშფოთებელ სტატისტიკას და სურდათ ფიქოპატი, მკვლელი ბავშვების გონებაში შეეღწიათ და მკვლელობის პროცესი მათი თვალთახედვით მოეყოლათ. სიმღერის ტექსტი ძალიან პირდაპირია, ამიტომ მისი მნიშნელობის გაგება რთული არაა. მარკ ფოსტერი მხიარული მელოდიის ფონზე, რომელიც ინდისა და პოპის მსუბუქი ნაზავია, ბავშვებს ურჩევს სწრაფად გაიცნენ, რათა მის გასროლილ ტვიას გადაურჩნენ.

 

Leave a Reply