რუსეთში მოღვაწე ფონდმა – ,,ინიციატივა უფლებებისთვის” ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ქალთა წინდაცვეთის ტრადიციაზე ფოკუსირდებოდა. კვლევა დაღესტანში ჩატარდა და სამ წლამდე გოგონებში იძულებითი და ძალადობრივი წინდაცვეთის საგანგაშო სტატისტიკა შეისწავლა. დაღესტნის ოთხ რაიონში ქალთა სასქესო ორგანოების მოკვეთის პრაქტიკა, მათ სქესობრივ მომწიფებამდე აქტიურად აქტიურად ხორციელდება. გოგონებს წინადაცვეთა ძირითადად სკოლამდელ ასაკში უტარდებათ, თუმცა რიგ შემთხვევაში ტრადიციის მსხვერპლთა ასაკი 12 წლამდე აღწევს.

 

 

ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმურ თემში, ქალთა წინადცვეთის ტრადიციას ბევრი დამცველი და მომხრე ჰყავს, მათ შორის ის ქალები, რომლებსაც პროცედურა თავადაც ჩაუტარეს. მიუხედავად წინდაცვეთის პროცედურასთან დაკავშირებულ წარმოუდგენელ ტკიველებთან და სისხლდენის შედეგად გარდაცვალების მაღალი შანსებისა, ქალთა ნაწილი ტრადიციის შენარჩუნებას ითხოვს.

 

კვლევის გამოქვეყნებას რუსულ პრესაში და ონლაინ სივრცეში დიდი და უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.  ამ თემაზე ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმთა საკორდინაციო ცენტრის თავჯდომარემ ინტერფაქსთან ისაუბრა: ,,აუცილებელია ყველა ქალს ჩაუტარდეს წიდაცვეთა, რათა დედამიწაზე გარყვნილებამ აღარ იარსებოს. ”

 

ისმაილ ბერდიევმა ისიც დაამატა, რომ ისლამი არ ითხოვს ქალთა წინდაცვეთის აუცილებლობას. შემდეგ კი გაგრძელა :  ,,ამისდა მიუხედავად, აუცილებელია შევამციროთ ქალთა სექსუალობა. ეს (წინდაცვეთა) რომ იძულებითი იყოს ყველა ქალითვის, ეს შესანიშნავი იქნებოდა. უზენაესმა ქალი გააჩინა იმისთვის, რომ მათ ბავშვები გააჩინონ და ისინი დაზარდონ. ეს კი (წინდაცვეთა) ამას ხელს არანაირად არ უშლის. ამისგან ქალები ბავშვების გაჩენას არ წყვეტენ. აი, გარყვნილება კი გაცილებით ნაკლები იქნება.”

 

 

შემთხვევას სტატია ბრიტანულმა ტელეგრაფმაც მიუძღვნა, რომელმაც გამოქვეყნებულ სტატიაში რუსული მართმადიდებლური ეკლესიის ყოფილი პრეს-სპიკერის სიტყვები დაურთო, რომელიც რუსული მართმადიდებული ეკლესიის ერთ-ერთმა ლიდერმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. ვსევოლოდ ჩაპლინმა კოლეგას დაუდასტურა სიტყვები, რომ ქალები ღმერთმა ბავშვთა გასაჩენად და მათ აღსაზრდელად შექმნა, ხოლო ფემინიზმი მეოცე საუკუნის ტყუილად მოიხსენია. თუმცა, ისიც დაამატა, რომ წინდაცვეთა ყველა ქალისთვის აუცილებელი არაა, რომ მართმადიდებელ ქალებს იგი არ სჭირდებათ, რადგან მათ ნაკლებ აქვთ გარყვნილებისკენ მიდრეკილება.

 

 

One Response

Leave a Reply