ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი ლილი კოლინზი თბილისშია. მსახიობი, რომელიც თავის ძირითად პროფესიას  მოდელობას უთავსებს გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული ჩაცმის სტილითა და  გემოვნებით. უცნობია რა მიზნით ეწვია მსახიობი საქართველოს, თუმცა როგორც მის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, მსახიობი  თბილისურ შვებულებას შესანიშნავად ატარებს. მან უკვე მოინახულა თბილისის ღირსშესანიშნაობები და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კოლორიტულ და ლამის აიკონურ თბილისური ძველმანების ბრაზრობებსაც ეწვია. ჰოლივუდელმა ფეშენისტამ თბილისური სთრით არტი, რუსთაველის კინოთეატრთან დაბინავებული ზეზვა და მზია, თბილისის ხედები და მეორადების ,,ფუთები” ფირზე აღბეჭდა და ინსტაგრამის 4 მილიონზე მეტ გამომწერს გაუზიარა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კოლინზი ფანებთან ოფიციალურ შეხვედრებს არ აწყობს და მისი ნახვა მხოლოდ ერთმა გულშემატკივარმა მოახერხა, რომელმაც გოგონა ქუჩაში შემთხვევით დაინახა. სხვებმა კი, ვისაც ნაკლებად გაუმართლა სახალისო მემე შექმნეს და მსახიობს ქალაქის ქუჩებში ეძებენ.

 

Leave a Reply