იაპონიაში ჰიკიკომორი სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება. ტერმინი ახალია და იგი ადამიანის მიერ აქტიურ სოციალურ ცხოვრებაზე უარის თქმას ნიშნავს. ოციანი წლებიდან მოყოლებული სულ უფრო მეტი იაპონელი უარს ამბობს სახლის დატოვებაზე და ისინი განმარტოვებით ყოფნას ირჩევენ. ეს ფენომენი უცნაურად მიიჩნევა, რადგან მას კონკრეტული წყარო და მიზეზები არ აქვს. ადამიანები, რომლებიც განმარტოვებას ირჩევენ, არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემებით არ ხასიათდებიან. გარდა ამისა ყველანი მაღალი IQ-ს მფლობელები არიან და კარგი  განათლება აქვთ მიღებული.  მათი ასაკი 15-დან 35 წლამდე მერყეობს და  ძირითადად მამაკაცები არიან.

 

ფენომენს აქტიურად იკვლევს იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო, რადგან ჰიკიკომორით სულ უფრო მეტი ადამიანი ხასიათდება. იაპონიაში იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც სახლების დატოვებაზე ექვსი თვის  ან მეტი ხნის განმავლობაში უარს ამბობენ, ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ზედაპირული დაკვირვებით დადგინდა, რომ ეს ადამიანები ძირითად დროს კითხვაში, ფილმების ყურებაში, წერაში, ხატვასა და ვიდეო თამაშების თამაშში ატარებენ.

 

აღმოჩნდა, რომ ფენომენი, რომელიც იაპონურად აღიარეს განვითარებული მსოფლიოს დიდ ნაწილშია გავრცელებული. ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ლონდონში, ოსლოში და დასავლეთის ქვეყნების სხვა დიდ ქალაქებში ადამაინები სულ უფრო მეტად ცდილობენ უარი თქვან სოციალურ აქტიურობაზე და განმარტოვებით ცხოვრებაზე გადადიან. ყველაზე პოპულარული თეორიის თანახმად, ამის მიზეზი საზოგადოების მხრიდან მომდინარე ზეწოლაა.

ჰიკიკომორი ფსიქოლოგიურ დარღვევად ჯერ არ უღიარებით და ადამიანთა ამ ქმედებას, რომელიც გამოირჩევა მასობრიობით, კულტურული, ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზების კომბინირებული ზეგავლენით ხსნიან.

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply