სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” 17 წლის ქართველმა მოდელმა ანა შელიამ ქალის თეთრეულის, ცნობილი ფრანგული ბრენდის ETAM-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პარიზში მიმდინარე მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ჩვენება ცნობილმა ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ანა ბეატრის ბაროსმა გახსნა, რომელთან ერთადაც ანა პოდიუმზე პირველად არ გამოსულა. გასულ წელს თურქეთში გამართულ MANGO-ს გრანდიზოულ ჩვენებაში მათ ერთად წარმოადგინეს ცნობილი ბრენდის სამოსი.

ახალგაზრდა ქართველი მოდელი  ETAM-ის შთამბეჭდავი ჩვენებისთვის ფაქტობრივად კასტინგის გარეშე აირჩიეს. ის სამოდელო სააგენტო Brave Models-ის რჩეულია, რომელიც თავის მხრივ “ჯეომოდელსის” პარტნიორია.

Leave a Reply