,,ზღვა, რომელიც გარს გვარტყია” – პაბლო ნერუდამ ეს სიტყვები ერთ-ერთ თავის ლექსში, დიდი ხნის წინ დაწერა. სულ ცოტა ხნის წინ კი, ფოტოგრაფმა მარინ დრენანმა ცნობილი პოეტის ხელოვნება საკუთარი ქმრის დეპრესიის ხელოვნებად ქცევისთვის გამოიყენა. ქრმის დეპრესია ზღვას შეადარა, რომელიც ბლოკ აილენდს ერტყა გარს, ადგილს, სადაც ბავშვობა გაატარა. ზღვა ანიჭებდა კუნძულის პეიზაჟებს იშვიათ სილამაზეს, რაც გახდა მიზეზი, რათა ადრეული ბავშვობიდანვე მარინს კამერა ხელში აეღო და გადაღება დაეწყო.

ფოტოგრაფი იხსენებს, რომ თვალისმომჭრელ სილმაზესთან ერთად, მისი ბავშვობის ადგილები იყო სევდიანი, ერთგავარად უდაბური. იგი ამას ქმრის მენტალურ მდგომარეობას ადარებს. ისევე, როგორც თავის დროზე მშბლიურ კუნძულს, მან ქმარსაც გადაუღო ფოტოები. თუმცა, დეპრესიის ფირზე აღბეჭდვა, არა მხოლოდ ხელოვნებისთვის არამედ, ქმრის დასახმარებლად გააკეთა. როგორც თვითონ იხსენებს, ქმარი წინააღმდეგი იყო, თუმცა მოგვიანებით პროცესი მისთვის ორგანული გახდა. ფოტოგრაფია კი იქცა კომუნიკაციის წყაროდ. წყვილს შორის არსებული კამერა მედიატორის როლს ითავსებდა და მათ უსიტყვოდ დიალოგის დამყარებაში დაეხმარა, რითაც ცოლ-ქმრის ურთიერთობა ჩიხისგან იხსნა.

 

 

 

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply