თბილისის მიმდინარე მოდის კვირეულის ფარგლებში თბილისის მერია და თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებთან ერთად 23 ოქტომბერს აწყობს ღია ჩვენებას განახლებულ აღმაშენებელზე, რომელშიც მონაწილეობას 15 ქართველი დიზაინერი მიიღებს. წარმოდგენილი იქნება გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის ნაწილი, რომელიც თბილისის მოდის კვირეულზე პერსონალური ჩვენებების ფარგლებში იქნა ნაჩვენები.

ჩვენება 18:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია!

 

Leave a Reply