პორნო ინდუსტრია ერთგვარად ტაბუდადებული სფეროა, რომელთანაც უამრავი სტერეოტიპი ასოცირდება, თუმცა, ამსტერდამელმა ფოტოგრაფმა სოფი ებრარდმა დაამტკიცა, რომ  ის  შეიძლება  სახელოვნებო პროექტის შესაქმნელად ინსპირაციის წყარო გახდეს.   სოფი წლების განმავლობაში პორნო ვიდეოების რეჟისორ GAZZMAN-ს დაჰყვებოდა  და  გადასაღები მოედნიდან ფოტოებს აგროვებდა.  წლის შემდეგ,  მისმა ფოტოსერიამ დასრულებული სახე მიიღო, რომელსაც ავტორმა “ეს უბრალოდ სიყვარულია”(It’s Just Love) უწოდა. ფოტოგრაფის თქმით, სქესობრივი აქტი  მისთვის, როგორც ხელოვანისათვის, სრულყოფილი სილამაზეა, შესაბამისად, თავიდანვე სურდა სწორედ ამ თემის გარშემო შეექმნა ფოტოპროექტი, გადასაღები ობიექტების ძიებისას კი შეხვდა რეჟისორ გაზმანს, რომელმაც სოფის ვიდეოების გადაღების პროცესის ფირზე აღბეჭდვის ნება დართო.

“ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო ჩემთვის. პირდაპირ რომ ვთქვა, სრულიად არაინფორმირებული და მოუმზადებელი შევეჭიდე  პროექტს, თუმცა, გადაღებისას მივხვდი, ჩემთვის, როგორც  ხელოვანისათვის,  რამდენად საინტერესო და მიმზიდველი იყო გადასაღები მოედნის გარემო,  გადამღები ჯგუფი,  განსაკუთრებით კი  ფოტოების მთავარი გმირები – წარმოუდგენლად ექსპრესიული მსახიობები. უამრავ ადამიანს ურყევი შეხედულებები აქვს პორნოგრაფიაზე და მას მონობის თანამედროვე სახეობად მიიჩნევს, თუმცა, მსახიობებისათვის, დამიჯერეთ,  ეს მხოლოდ პროფესიაა, ხოლო რეჟისორისათვის – შემოქმედებითი პროცესი და ამაში დამთრგუნველი არაფერია. ჩემი პროექტის მიზანია, თითოეული ფოტოს დათვალიერებისას, მნახველმა ეს გაიაზროს და პორნო ინდუსტრიას სხვა კუთხით შეხედოს” – აღნიშნა ერბარდმა.

 

წყარო: www.sophieebrard.com

Leave a Reply