ბანგლადეში იმ მუსლიმური ქვეყნების მცირერიცხვოვან სიაში შედის, სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია. ბორდელი „კანდაპარა“ ტანგაილის რაიონში თავისი სიძველითაა განთქმული,  თითქმის ორი საუკუნეა რაც არსებობს და კლიენტებს მასპინძლობს. 2014 წელს ბორდელი განადგურა, მაგრამ მალევე აშენდა და განახლდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით. ქალების უმეტესობა ბორდელში დაიბადა და გაიზარდა, მათი შემოსავლის წყაროსაც ბორდელი წარმოადგენდა. როდესაც ეს ადგილი განადგურდა მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ.

ბორდელის მხარდამჭერები თვლიან რომ სხეულით ვაჭრობაც ისეთივე სამსახურია, როგორიც უმეტესობისთვის მისაღები სხვა ნებისმიერი სამსახური და აქვს არსებობის უფლება. სექს მუშაკებმა ბანგლადეშელ ქალ იურისტთა ასოციაციასთან ერთად მოახერხეს უზენაესი სასამართლო დაერწმუნებინათ იმაში რომ ბორდელიდან სექს-მუშაკების გასახლება უკანონო აქტი იყო. მათ მალევე მოახერხეს საკუთარი სახლის დაბრუნება და აღდგენა.

დღეს „ბორდელის რაიონის“ გარშემო კედელია აშენებული. რაიონში შეხვდებით კვების ობიექტებს, ჩაის მაღაზიებს და ქუჩის მოვაჭრეებს. ბორდელი არის ადგილი, სადაც გარე საზოგადოებისგან განსხვავებული წესები და იერარქიული დაყოფა მოქმედებს. მაგალითად ბორდელის შიგნით შეხვდებით როგორც სუსტ, ისე ძლიერ ქალებსაც. ყველაზე დაუცველ და სუსტ ეტაპზე იმყოფებიან ის ახალგაზრდა ქალები, რომლებმაც ახლახან შეაბიჯეს ბორდელში. ასეთი გოგოების საშუალო ასაკი 12-დან 14 წლამდეა.

ეს გოგონები ღატაკი ოჯახებიდან არიან და ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. მათ არ გააჩნიათ თავისუფლება და უფლებები, ისინი „მეპატრონეს“ ეკუთვნიან. აქვთ ვალები, გარეთ გასვლის და საკუთარი ფულის შენახვის უფლებას არ აძლევენ. უწევთ იქმდე მუშაობა, სანამ ვალს სრულად არ დაფარავენ, რასაც დაახლოებით ერთიდან ხუთ წლამდე მუშაობა სჭირდება. შემდეგ ხდებიან დამოუკიდებელი სექს-მუშაკები. ამ მომენტიდან მათ შეუძლიათ კლიენტებს მომსახურებაზე უარი უთხრან, დააგროვონ ფული ან დატოვონ ბორდელი. მაგრამ გოგონების უმეტესობა უსახლკაროა და წასასვლელი არსად აქვთ, ან მათ ოჯახებს იმდენად უჭირთ რომ უწევთ ბორდელში სიცოცხლის ბოლომდე მუშაობა რომ გამოკვებონ საკუთარი ოჯახის წევრები და შვილები, რომლებსაც ბორდეშივე აჩენენ.

წყარო

Leave a Reply