ცნობილი ფრანგული ზღაპრის ,,მზეთუნახავი და ურჩხულის” მიხედვით გადაღებული ფილმი  ჯერ არ გამოსულა, თუმცა მსოფლიო პრესის ყურადღება უკვე მიიპყრო. ამის მთავარი მიზეზი ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟის – ლეფოს (LeFou) სექსუალური ორიენტაციაა, რომელის სასიყვარულო ინტერესს  მამაკაცი წარმოადგენს.
როგორც რეჟისორი – ბილ ქონდონი ამბობს, პერსონაჟის სექსუალური ორიენტაციის ხაზგასმა სცენარით არ იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით შემქმნელებმა გადაწყვიტეს ამ საკითხზე აქცენტის გაკეთება და ფილმის ფინალში, ჩაამატეს სცენა, სადაც ლეფო სხვა მამაკაცთან ერთად ცეკვავს.

რუსეთში საბავშვო ფილმის ნახვა, მხოლოდ ზრდარული მაყურებლისთვის იქნება შესაძლებელი. დისნეის ზღაპრის ადაპტაციაზე მხოლოდ 16 წლის ზემოთ მყოფი მაყურებელი დაიშვება.  ამის შესახებ კომენტარი რუსეთის კულტურის სამინისტროს ფილმების დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა. 1993 წლიდან რუსეთში ჰომოსექსუალიზმი დეკრიმინალიზებულია, თუმცა 2013 წელს მიღებული კანონის მიხედვით, ‘არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის’ პროპაგანდა ქვეყანაში არალეგალურია. ფილმი რუსეთის კინოთეატრებში 16 მარტიდან გამოვა და ჯერ-ჯერობით უცნობია, აკრძალავს თუ არა ფილმს რუსეთის კულტურის მინისტრი, ვლადიმერ მედინსკი, რომელმაც 2015 წელს გასპარ ნოეს ‘სიყვარულ’ გარყვნილების დემონსტრირებისთვის აკრძალა;ადვოკატი ვიტალი მილნოვი უკვე ატარებს კამპანიას, რომლის მიზანიც ფილმის რუსეთში აკრძალვაა. მილნოვი აქამდეც გამოდიოდა ‘ჰომოსექსუალობის პროპაგანდის’ წინააღმდეგ და პოპ ვარსკვლავების – მადონასა და ლედი გაგას რუსეთში ჩასვლის აკრძალვას ითხოვდა.

Leave a Reply