კანტინა პინსერია ბაი ბონტემპი არის წარმატებული იტალიელი შეფ-მზარეულის,  ვალენტინო ბონტემპის პროექტის ნაწილი. იმის მიუხედავად, რომ პინსერია სიახლეა ჩვენს ქვეყანაში, ქართველი მომხმარებლის გულის მოგება უკვე შეძლო.

კანტინა, კონცეფციიდან გამომდინარე მინიმალისტურად, არა ფორმალურად გადაწყვეტილ ინტერიერში აერთიანებს გემრიელ, ამასთანავე ჯანსაღ სამზარეულოს, იტალიურ ატმოსფეროს და მეგობრულ ფასებს.

კაფეს სავიზიტო ბარათი – პინსაა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. პინსა ჩვენთვის კარგად ცნობილი პიცას წინაპარია. ჩვეულებრივი პიცისგან განსხვავებით პინსა ინგრედიენტებით და მომზადების წესით გამოირჩევა. ის სამი სახის მარცვლეულისგან (ხორბალი, სოიო ბრინჯი) გამოყვანილი უსაფუარო პურით მზადება, რაც მას უფრო ჰაეროვანს და ხრაშუნას ქმნის. პინსა იდეალურია ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთათვით. ის დიეტურია და ზედმეტი ცხომებისგან ცარიელია.

პინსერია კანტინა თქვენს კომფორტსა და ხელმისაწვდომობაზეა ორიენტირებული.

რით არის გამორჩეული თქვენი კაფე სხვა კაფეებისგან?

“Cantina by Bontempi” – არის იტალიური გასტრონომიის წარმომადგენელი თბილისში, სადაც მთავარი პროდუქტი პინსა გახლავთ. პინსა და არა პიცა.  პინსა არის პიცის წინაპარი.  პროდუქტი შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობის ბურღულეულს და არის ბილოგიურად სუფთა. კონცეფციის ავტორი გახლავთ ცნობილი იტალიელი მზარეული ვალენტინო ბონტემპი. ვალენტინოს კონცეფციები, მსოფლიო მეტროპოლებში არის წარმოდგენილი (რომში, სანფრანცისკოში და მოსკოვში).

კანტინაში ასევე ვთავაზობთ საუკეთესო იტალიურ ყავის ნაირსახეობებს. ყავა “მანოლოს”, ტრადიციური მეთოდით შეშაზე მუქად მოხალულ ესპრესოს მარცვალს.
რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი?
კანტინას   მომხმარებელი არის, თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული პროგრესული ადამიანია.
 

რის დაგემოვნებას ურჩევდით თქვენს სტუმარს? 

ცალსახად პინსის, რომლის ჩამონათვალიც დღეს 18-ია. გვაქვს საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი თევზეულის მოყვარულთათვის. ასევე ვზრუნავთ ვეგეტარიანელებსა და ვეგანებზეც და მათთვისაც გვაქვს საკმაოდ გემრიელი და ჯანსაღი პინსები. ასევე სტუმრებს ვურჩევდი დააგემოვნონ ჩვენი უგემრიელესი და მაღალი ხარისხის ყავა.

რა მნიშვნელობას ანიჭებთ დიზაინს. რის მიხედვით გადაწყვიტეთ ინტერიერის დიზაინი? 

დიზაინი კანტინაში მინიმალისტურია. თანამედროვე არქიტექტურა და მკაცრი ფორმები. მიუხედავად მინიმალიზმისა, დაგხვდებათ ღია, ნათელი და თბილი აურა.

არის თუ არა მორგებული შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირებზე?

მთავარი შესასვლელი და საპირფარეშოები ფართო კარით არის აღჭურვილი, ბარიერების, კიბეების გარეშე.

კანტინა, ცინცაძის #16 ნომერში ყოველ დღე, დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე ელის სტუმრებს.
ვისაც მანქანა გყავთ წინასწარ გაითვალისწინეთ რომ დაწესებულებას საკუთარი პარკინგი არ აქვს. გადახდა ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. სხვადასხვა პროდუქტების თან წაღება შესაძლებელია.

https://www.facebook.com/CantinabyBontempi/

 

 

 

    

 

Leave a Reply