“მეორადი ტანსაცმელი” უამრავ ადგილას შეიძლება შეიძინო. განსხვავებულია მიზეზებიც, რის გამოც ადამიანები ე.წ. ძონძების მომხმარებლები ხდებიან. ზოგს უნდა რომ იაფად შეიძინოს სამოსი, ზოგს განსხვავებული ნივთები ანიჭებს სიამოვნებას, ზოგი თვლის, რომ ტანსაცმლის ინდუსტრიის მიერ ბუნებრივი რესურსები ისედაც ჭარბად მოიხმარება და ახლის წარმოებას ძველის ათვისება სჯობს. დროთა განმავლობაში ისეთი ადამიანებიც გაჩნდნენ, რომლებისთვისაც მეორადი ტანსაცმელი შემოქმედების წყაროა ან ახალი ბიზნესის წარმოებისთვის იდეა. 

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად “ძონძების” ბიზნესს ახალი მედიუმი გაუჩნდა და ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში გადმონაცვლების საშუალება მიეცა. ონლაინ მაღაზიებში გაცილებით მარტივია სასურველი ნივთის მოძიება და თუ შეძენა, მაგრამ გროვად დაყრილ ქსოვილებში საინტერესო რამის პოვნის სიხარული იკარგება. ინტენრეტმაღაზიების მფლობელები შენს მაგივრად დადიან და ეძებენ ტანსაცმელებსა და აქსესუარებს, რომლებსაც ინტერნეტ მომხმარებლების გულის მოგება შეეძლებათ.

მეორადი ტანსაცმელის მაღაზიები ქართულ ინტერნეტში ყოველდღიურად მრავლდება.

გთავაზობთ 7 მაღაზის, რომლებმაც ჩვენი ყურადღების მიქცევა შეძლეს. მათგან რამდენიმე ფიზიკურადაც არსებობს კონკრეტულ მისამართებზე, რამდენიმე კი მხოლოდ ინტერნეტში შეგიძლიათ მოინახულოთ.

1. Clothtome – საგულდაგულოდ არჩეული ტანსაცმელები გოგონებისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ საიტიდან; თვალყურის დევნება შეგიძლიათ Facebook-სა და instagram-ზე; 

2. Vintage Gal – ნაქსოვები ნაქარგებით, ყვავილებიანი კაბები და ძველებური სათვალეები შეგიძლიათ შეიძინოთ etsy-ზე, განახლებებს კი გაეცნოთ Instagram-ზე.

il_570xN.1143798793_pb7j

3. Wasted Concept Store – სკოლის მოსწავლეების მიერ გახსნილი მაღაზიაა, სადაც ძირითადად სწორედ მეორადი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები იყიდება. მაღაზიის შემქმნელები პერიოდულად “დღის ლუქებს” სთავაზობენ მომხმარებლებს საკმაოდ მისაღებ ფასად.

4.Méli-mélo • მელი-მელო – წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გარდერობი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მუდმივად სჭირდება ცვლილებები. პირველ თაროზე მაისურებთან ერთად შარვლებია, მეორეზე სვიტრებთან ერთად წინდები, პერანგებთან ერთად შარფები კიდია, მოკლედ თქვენი გარდერობი ფერადი და არეულია და სანამ დალაგებას გადაწყვეტთ, განაახლეთ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

მელი-მელო ფერად არეულობას ქმნის, თქვენი ყოველი დღის მრავალფეროვნებისთვის.

5. Day Off – Re-Use Store – არის კონცეპტუალური მეორადები, სადაც შეძლებთ დაბალ ფასად შეიძინოთ იშვიათი ტანსაცმელი.

 

6. STORE #31 – ახალი და მეორადი ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, სადაც ახალი კოლექცია გელოდებათ ყოველ დღე, 18:00 საათიდან!

7.Vintage Shop – 70, 80, 90-იანი წლების სახასიათო ტანსაცმელი და აქსესუარები; ტანსაცმელი, რომელსაც აქ შეხვდებით, არ არის სერიული, არც ერთ მათგანს ანალოგი არ გააჩნია. ჩამოტანილია სხვადასხვა ქვეყნებიდან.

Leave a Reply