აი ვეივეი თანამედროვე ჩინელი მხატვარი, არქიტექტორი, სკულპტორი, კურატორი და აქტივისტია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პრაღის ეროვნულ გალერეაში ახალი ინსტალაცია გამოფინა სახელწოდებით – “მოგზაურობის კანონი”. ინსტალაცია 70 მეტრიან გასაბერ ნავზე მოთავსებულ 258 უსახო, გასაბერ ფიგურას წარმოადგენს.

ახალი ნამუშევარი მიგრანტთა თემებსა და პრობლემებს ეძღვნება. სიმბოლურია, რომ ჩეხეთი ერთერთია იმ ევროპული ქვეყნებიდან, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა ლტილვილთა მიღებაზე.

როგორც არტისტმა BBC-ს ჟურნალისტთან, რობ კამერონთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი სურვილი იყო ხალხამდე მიეტანა ლტოლვილთა თემა. ვეივეიმ ასევე აღნიშნა, რომ მის ხელოვანად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი სწორედ  დევნილობას მიუძღვის  – მამამისი ლტოლვილთა ბანაკში ჰყავდათ გადასახლებული, სადაც მძიმე პირობებში ამუშავებდნენ.

Leave a Reply