2017 წელს ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი უკრაინაში ჩატარდება.  მასზე გამგზავრებას კი რუსეთის წარმომადგენელი – იულია სამოილოვა ვერ შეძლებს, რადგან მას ქვეყნის ტერიოტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს. უკრაინის  ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სამოილოვამ 2015 წელს რუსეთის მიერ ოკურპიერებულ ტერიოტორიაზე, ყირიმის ნახევარკუნძულზე  ჩაატარა კონცერტი და უკრაინა-რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რის გამოც მას ბოლო სამი წელია ქვეყანაში ვიზიტი აკრძალული აქვს.

 

ურკაინის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ყველა კონკურსატს მოეთხოვება პატივი სცენ უკრაინის კონსტიტუციას და არ დაარღვიონ ქვეყნის კანონმდებლობა, თუკი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში ვიზიტი სურთ.  უკრაინაში ჩასვლაზე შეზღუდვები შესაძლოა დაუწესდეს სომხეთის წარმომადგენელსაც, რომელმაც ასევე უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი.

 

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply