საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ისეთი სერვისების თუ პროდუქტების შექმნა, რაც ტურისტებისთვის საინტერესო და მისაღები იქნება. მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, არაერთი ნიშა მაინც სრულად ან ნაწილობრივ აუთვისებელია და ერთ-ერთი ასეთი ნიშაა დახვეწილი, თანამედროვე ვიზუალიზაციები საქართველოს სხვადასხვა ადგილის შესახებ. ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სტარტ-აპი, ჯეოპოსტერი, რომელიც ტურისტული ადგილების პოსტერებს ამზადებს. 

 

მოგზაურობა ზოგისთვის ცხოვრების წესი, ბევრისთვის ჰობი, სხვებისთვის კი განტვირთვაა. მაგრამ რაც ზოგადად მოგზაურობას აერთიანებს, ეს თავგადასავლები, სიახლეების ძიება, ახალი ემოციები და სამყაროს ახალი თვალით დანახვაა. მოგზაურობისას ყოველთვის გვინდა ნანახი ადგილიდან რაიმე ისეთის წამოღება, რაც შემდეგ იქ გატარებულ დღეებს გაგვახსენებს. ბევრ ქვეყანაში გინახავთ და ალბათ შეგიძენიათ კიდეც ქალაქების, ქვეყნების, მათი სიმბოლოებისა თუ მასახიათებლების პოსტერები, რომლებიც კიდევ უფრო გვაყვარებს მოგზაურობის ადგილს.
Geoposter-ის მიზანიც სწორედ ეს არის. ჩვენ გადავწყვიტეთ შევქვმნათ მრავალ ქვეყანაში უკვე ტრადიციად დანერგილი, მაგრამ საქართველოსთვის ერთგვარად ახალი მიმდინარეობა – ქართველი ნიჭიერი მხატვარ-ილუსტრატორების მიერ შექმნილი საქართველოს სახვადასხვა ადგილების, ქალაქების, კურორტების, სიმბოლოების პოსტერები.

 

ყაზბეგი

სიგნაგისვანეთიმცხეთაბათუმიTbilisigudauribakurianiabastumani

Leave a Reply