ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უამრავ პრობლემას აწყებიან, რომელთაგან ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი, კომუნიკაციის ნაკლებობაა. რთულია იპოვო ადამიანი, რომელიც მზად იქნება მოისმინოს და გაიზიაროს. ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები საკუთარ დაავადებებზე საუბარზე უარს სხვადასხვა მიზეზის გამო ამბობენ. ხშირად ისინი დუმილს ამჯობინებენ, რადგან არ სურთ მათი დაავადება სხვების მიერ აღქმული იყოს, როგორც მათი იდენტობის განმსაზღრველი.

 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიოში 450 მილიონი ადამიანი სხვადასხვა სახის ფსიქიკური აშლილობით იტანჯება. 4-დან 1 ზრდასრული ადამიანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჰქონია შეხება ფსიქიკურ პრობლემებთან. ამავე ორგანიზაციის მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობისათან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დახმარება შეთავაზებულია, თუმცა სტიგიმისა და დისკრიმინაციის გამო, ისინი მის გამოყენებაზე უარს ამბობენ.

 

წარმოგიდგენთ ონლაინ პლატფორმებს, რომლებიც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა :

 

 7 ფინჯანი ჩაი

ვებ საიტზე შესაძლებელია ესაუბროთ უცნობ ადამიანს, რომელიც არც თქვენი ახლობელია და არც მეგობარი. ანონიმურობა სრულიად დაცულია და მოხალისე მსმენელები მზად არიან განსჯის გარეშე მოგოსმინონ. საუბრის შეწყვეტა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, სერვისი კი უფასოა.

 

I’m alive

 

კიდევ ერთი ვებ საიტი, რომელიც სრული ანონიმურობის გარანტიას იძლევა,  შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანებს პანიკის შეტევების დაძლევაში დაეხმარნონ. მათ ვისაც ხმამაღლა საუბარი არ შეუძლია, არ სურთ, რომ ოჯახის წევრებს გაუზიარონ ფიქრები  ან აქვთ უცხო ადამიანთან ვერბალური კომუნიკაციის კომპლექსი, აქვთ შანსი რომ წერილობითი კომუნიკაცია დაამყარონ ადამიანებთან, რომელთაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თავადაც ჰქონიათ მენტალურ დაავადებებთან შეხება.

 

Time To Change

 

ეს ბრიტანული ვებ საიტია, რომელზეც განთავსებულია პირადი სახის ბლოგ პოსტები. ადამიანები მთელი მსოფლიოდან ერთმანეთს პირად გამოცდილებას უზიარებენ  შფოთვებთან, დეპრესიასთან, ანორექსიასა და სხვა მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით.

 

 

 

Leave a Reply