ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა სამყაროში უამრავი რამ რომ შეცვალეს, ყველა ის ადამიანი ხვდება, ვინც ყოველდღიურად მოიხმარს ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს. ცვლილებები საინტერესოა როგორც ფორმის, ასევე შინაარსის მხრივ. გთავაზობთ 5 ვიდეოს, რომელის სწორედ სოციალურ ქსელებში ადამიანების ქცევას ეხება, სადაც დიდი ალბათობით საკუთარ თავსაც იპოვით და რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ ცხოვრებაში ერთ რომელიმე დღეს Facebook-ის “სქროლვიდან” ინსტაგრამის “სქროლვაზე” სანამ გადახვალთ, დროის შუალედში.  ვიდეოები ისეთივე  მოსაწყენია, როგორც “სქროლვა” და ისეთივე ერთფეროვანი, როგორიც ჩვენი “ნიუსფიდები.”

 

1. What’s on your mind – ვიდეო იმ ნაცნობი გრძნობის შესახებ არის, როცა ფიქრობ, რომ ყველა შენი მეგობარი შენზე ბედნიერად ცხოვრობს, უფრო საინტერესოდ ერთობა და უფრო მეტს უყვარს.

2. Mr. Selfie – ვიდეო ადამიანზე, რომელიც მთელ დღეს სმარტფონში ჩაყოფილი თავით ატარებს და დღის ბოლოს აღმოაჩენს, რომ მოსაწყენი ცხოვრება აქვს.

3. A Social Life – მოკლე ფილმების ფესტივალებზე აღაირებული სურათი, რომელიც სვამს კითხვას, რამდენად გავს ჩვენი ცხოვრება ჩვენს პოსტებს სოციალურ ქსელებში;

4. My Generation – მოკლე ფილმი თინეიჯერზე, რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს, რა საფრთხე ახლავს თან პირადი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელებში.

Leave a Reply