წარმატებული მოდური ტრენდების აქილევსის ქუსლი მათივე წარმატებაა. მოდური ტრენდის წარმატება მის მასიურობას გულისხმობს. ტრანდის მასიურად დომინირება კი მის მობეზრებას იწვევს. ზედმეტი პოპულარობა საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს უარს ათქმევინებს პროდუქტზე, რომელსაც სხვა დროს სიამოვნებით ატარებდა. ყველა ფართოდ გავრცელებული მოდური ტრენდი თავდაპირველად ინდი დიზაინერის მიერ ექსკლუზიურობის იდეით ნასაზრდოები იქმნება. შემდეგ, ტრენდის კონცეპტს რომელიმე, მეტ-ნაკლებად პრესტიჟული ბრენდი იღებს და მისი გამოყენებით ქმნის სამოსს, რომელსაც მალევე გამოუჩნდება ხოლმე იაფფასიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ანალოგები; ისინი  ბაზარზე ერთი ან უკეთეს შემთხვევაში,  ორი სეზონით დომინირებენ. წარმოგიდგენთ მოდურ ტრენდებს წარსულიდან, რომლებიც იმედი გვაქვს აღარასოდეს დაბრუნდებიან :

რეზინის ბოტები

,,გალიფე შარვლები”

თექის თავზე დასამაგრებელი ყვავილები.

მაღალქუსლიანი კედები.

,,კლეჩატი შორტები”

აღმოსავლური შარფები

ნებისმიერი სახის მაისური, რომელიც ნიუ-იორკს სიყვარულს უმტკიცებს

ჩაჩაჩული შარვალი

მაღალყელიანი კედები

ზაფხულის ჩექმები

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply