United States Census Bureau-ს ახალი გამოკვლევის თანახმად, ამერიკაში მცხოვრებ მილენიალებს (ადამიანები, რომლებმაც ზრდასრულ ასაკს 2000-იან და 2010-იან წლებში მიაღწიეს) სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, მათი წინამორბედი თაობისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
კვლევის ფარგლებში 18-დან 34 წლამდე ამერიკელები გამოკითხეს და მიღებული შედეგები შეადარეს 1975 წელს ჩატარებულ იდენტურ კვლევას. კითხვები შეეხებოდა  ოჯახთან, განათლებასთან და ეკონომიკურ მიღწევებთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

,,აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ახალგაზრდები წინა თაობისგან განსხვავებულები არიან თითქმის ყველა ასპექტით:  როდის ქმნიან ოჯახებს და ვისთან ერთად იზრდებიან, რას ფიქრობენ განათლების,  სამუშაო გამოცდილების საკითხებზე.  კვლევაში წერია  ,,როდესაც მშობლების თაობა იხსენებს წარსულს, აშკარაა განსხვავება მათ გამოცდილებასა და იმ გამოცდილებას შორის, რომელიც დღევანდელ ახალგაზრდებს აქვთ.”

გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ განათლება და ეკონომიკური მიღწევები ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. 55% კი მიიჩნევს, რომ დაოჯახება და შვილების ყოლა ნაკლებ მნიშვნელოვანი. მოხდა ფასეულობებს შორის პრიორიტეტულობის ცვლილება.

40 წლის წინ, 1975 წელს, 10-დან 8, ოცდაათწლამდე ადამიანი დაქორწინებული იყო. ახლა 10-დან 8, 45 წლამდე ადამიანია დაქორწინებული.
განსაკუთრებით საყურადღებოა  შედეგი გენდერული კუთხითაც.  კვლევის მიხედვით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ქალებმა თავიანთი ეკონომიკური სარგებელი მნიშვნელოვნად გაზარდეს. დასაქმებულ ქალთა პროცენტული რიცხვი კი გაიზარდა, მაშინ როდესაც მამაკაცებში პირიქით, ამ მაჩვენებელმა იკლო. მილენიალ გოგონათა მხოლოდ 14%-ია დაუსაქმებელი დიასახლისი, მაშინ როცა 1975 წელს, ეს რიცხვი 43% იყო.
კლვევა ასევე ადასტურებს მილენიალთა შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპს, რომ ისინი მშობლეთა სახლებს არ ტოვებენ და ისევ მათთან ერთად ცხოვრებას ამჯობინებენ. 3-დან ყოველი 1 მილენიალი ისევ მშობლებთან ცხოვრობს. აღსანიშნავია ისიც, რომ  კვლევის შემქმნელებმა საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებლები მშობელთა სახლებს მიაკუთვნეს და არა დამოუკიდებელ საცხოვრებლებს.

წყარო: http://time.com/4748357/milennials-values-census-report/

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply