Facebook-ზე არქიტექტორმა ნანუკა ზაალიშვილმა შექმნა ფოტოალბომი, რომელშიც მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პოსტერების ალტერნატიულ ვერსიებს სთავაზობს ინტერნეტმომხმარებლებს. 
simwvane

“ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკოსებმა ტყუილებისა და ცრუ დაპირებების ახალი კორიანტელი დააყენეს.
განსაკუთრებით ის ორი პარტია აქტიურობს, რომლებმაც ეს  ქალაქი ამ მდგომარეობაში ჩააგდო. რაც ერთმა ვერ მოასწრო, მეორემ დააგვირგვინა. ყველა მთავრობა ქალაქსა და ქვეყანას თავის თავზე ირგებს. საბოლოოდ დაზარალებული კი მოსახლეობაა ყოველთვის, არჩევნები გავა და ეს დაპირებები ბილბორდებსა და საარჩევნო პლაკატებზე დარჩება.
 
 
ამ სერიით მინდოდა გადმომეცა რას გვპირდება მმართველი პარტია და რა ხდება რეალობაში. მმართველი პარტია იმიტომ, რომ ბოლო 4 წელია მმართველობაში არიან და წინა მთავრობის დაშვებულ შეცდომებს არათუ ასწორებენ, არამედ წარბშეუხრელად იმეორებენ სამოქალაქო აქტივიზმის და სხვა მხარეების პროტესტის მიუხედავად.
 
 
“ქართული ოცნება” იმიტომ, რომ ამჯამად ისინი არიან პასუხისმეგებელი ქვეყანაში მიმდინარე   ყველა მოვლენაზე და 4 წელი საკმარისზე მეტი დროა, წინა მთავრობის დაშვებული ელემენტარული შეცდომები გამოესწრორებინათ, ამის ნაცვლად კი თვალში ნაცარს გვაყრიან და ერთი ტექსტი აქვთ ამოჩემებული: ” 2012 წლამდე სად იყავით?” თითქოს ეს რამეს ნიშნავდეს და მათ უმოქმედობას ამართლებდეს. – ამბობს ნანუკა, რომელიც არქიტექტურის შესახებ ელექტრონული ჟურნალის, Idaaf-ის დამფუძნებელია.

shesasezguduli-garemo2satsobi_tbilisshi_24652სიცKakha Mchedlidze1istoriit

Leave a Reply